ALIBI
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
V Canto-ს Alibi-ს სურნელი, მგრძნობიარე, დაუძლეველი იდუმალების აურას ასხივებს!
Not Chosen
სიტყვა „ალიბის“ უძველესი მნიშვნელობაა „ნებისმიერ სხვა ადგილას“ — როგორც საბაბი, ფანტაზიებში მოგზაურობის დასაწყებად… V Canto-ს სუნამო Alibi, ეგზოტიკური მხარეების გამომწვევი ძალით, სწორედ ამ ჯადოსნობას გადმოსცემს და ტაიტური ვეტივერის ნოტებით, გონებაში შესაბამის შეგრძნებებს ატივტივებს.
თავის გამართლების მიზანი არჩევანია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავბედოთ და პერსონალურ საზღვრებს გადავაბიჯოთ, რათა საკუთარი ეგოს ბარიერები დავარღვიოთ: Alibi იმ პიროვნებებს ეძღვნება, რომელთაც საკუთარი თავი სრულად გაცნობიერებული აქვთ, ენერგიისა და ძალის წყალობით კი, სხვების გაოცების არასოდეს ეშინიათ. ამ ძლიერ და გამბედავ არომატს, მართლაც შესწევს უნარი, თვითშეფასება აგიმაღლოთ და უნიკალური პიროვნული შტრიხები მოგანიჭოთ.
V Canto-ს Alibi-ს სურნელი, მგრძნობიარე, დაუძლეველი იდუმალების აურას ასხივებს!
ზედა ნოტები: კვიპაროსის ხე, ბერგამოტი, მანდარინი, მარილი
შუა ნოტები: ვეტივერი, კედრის ხე, ელემი, ტორფი
ძირითადი ნოტები: ქაშმირი, პაჩული, ტყავი, ბენზოინი, მუშკი
Alcohol Denat., Parfum, Limonene, Linalool, Citral, Benzyl Benzoate
პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.
კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;
კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;
რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;
V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია