ALA
Extrait de Parfum
სუნამო
REGALIEN-ის არომატი ALA სურნელოვანი კალიგრაფიის ოსტატია, რომელიც სეირნობისას თან დაგყვებათ და ქუჩებში, უხილავი მელნის მსგავსად, თქვენს სახელს წერს.
Not Chosen
ყოველი ისტორიული სურნელი, რომელიც თაობებისგან გადმოგვეცემა, თავის ამბავს გვიყვება. ეს თქმულება კი ALA-მ გვიამბო…
ოტომანთა დინასტიის სასახლეები მდიდარია არომატული მოგონებებით: იქ დაცულ ზოგიერთ ხელნაწერს დღემდე შემორჩენილი აქვს ქარვის და მუშკის (მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში) სურნელი, რომელთაც კალიგრაფები მელანში აზავებდნენ.
REGALIEN-ის ALA სწორედ ისტორიის ამ პოეტური სულის შთაგონებით, ქარვის და მუშკის ინტენსიური ნოტებით შეიქმნა.
გამხსნელი ნოტები: დარიჩინი, კონიაკი, გარგარი, ქინძი, ვისკი
გულის ნოტები: თაფლი, გერანიუმი (ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი), როზმარინი, თურქული ვარდის აბსოლუტი (პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით)
საბაზისო ნოტები: ტონკას მარცვლები, ვანილი, ბენზოინი (ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით), ლაბდანუმი (ციტრუსების ექსტრაქტი), ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), ანიმალისტური მუშკი
Alcohol, Parfum, Aqua, Alpha-Isomethyl Ionone, Benzyl Alcohol, Benzyl Benzoate, Cinnamal, Citral, Citronellol, Coumarin, Eugenol, Geraniol, Hydroxycitronellal, Limonene, Linalool
არომატული სახლი REGALIEN უნიკალური პარფიუმერული მეთოდებით შექმნილ, არაორდინალური სუნამოების კოლექციებს აერთიანებს.
REGALIEN, თქვენთვის, ახალი სუნთქვაა, თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის კი — მეხსიერების ახალი დეტალი; წარსული ოცნებებისა და დღევანდელი იმედის განსხეულების ელეგანტური საშუალება…
REGALIEN-ის არომატები — ესაა უწყვეტი ბრუნვა სურნელოვან სამყაროში უსასრულო რაოდენობით არსებულ ნოტებს შორის; თითოეული არომატი, კლიშეებისგან გათავისუფლებისა და შემოქმედებითი შეგრძნებისკენ გადადგმული ნაბიჯია, ბროლის ფლაკონებში ფაქიზად მოქცეული სუნთქვა…
REGALIEN გეუბნებათ, ვინ ხართ თქვენ.