AGAPE
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Agape უმანკო, არაეგოისტური სიყვარულის ამსახველი არომატია: პარფიუმერ ტერენცების მიერ შექმნილი სუნამოს წვეთში მოქცეული ზეციურ გრძნობა, რომელიც დედამიწაზე მათთვის ჩამოიტანეს, ვინც იციან, როგორ უყვარდეთ და სანაცვლოდ არაფერს ითხოვენ.
Not Chosen
ელინისტურ კულტურაში, სიყვარულის გრძნობას რამდენიმე დეფინიცია ჰქონდა, რათა მისი უსასრულო მთლიანობა სრულად აღქმულიყო; თითოეულ განმარტებას კი თანასწორად ძალუძდა, ზუსტი ემოციისკენ სწრაფვა გამოეწვია.
ყოველი ჩვენგანისთვის ცნობილია, რომ ეროსის მიერ განმარტებული სიყვარული ხორციელ გრძნობას ასახავს, ფილიასი კი — მეგობრობასა და ძმობას. სიყვარულის კიდევ ერთი ფუნდამენტური ელემენტი აგაპეა: მეტად მრავალმხრივი და მიუღწეველი, ეთერული და ხელშეუხებელი გრძნობა, თუმცა, არავითარ შემთხვევაში, ნაკლებად ძლიერი და დამაჯერებელი, ვიდრე ეროსის ან ფილიას სიყვარული.
ანტიკური ხანიდან მოყოლებული, ტრანსცენდენტური სიყვარულის შეგრძნებას აღწერდნენ, როგორც ემოციას, რომელიც ჩვენს გულებთან ახლოს მყოფი საქმიანობისას ვლინდება, როგორც სიყვარული ყოველგვარი ინტერესისა და ეგოიზმის გარეშე, თუმცა, ბევრად მეტი, ვიდრე უბრალო გატაცება…
V Canto-ს ღვთაებრივი სურნელოვანი ქმნილება — Agape, სწორედ ზეციური სიყვარულის სიწმინდეს მოიცავს.
არომატის სურნელი შუშხუნა ნოტებით იშლება, ციტრუსების და შოკოლადის ინოვაციური ბალანსით: იტალიური შოკოლადის სიტკბოს სიცილიური ფორთოხლის და კალაბრიული ბერგამოტის ფეთქვა უპირისპირდება.
გამხსნელ ნოტებს მჭიდროდ ეკვრიან გარს კომპოზიციის გულიდან მომდინარე ძვირფასი, ბუნებრივი მოლეკულები, რომელთა ოსტატური შერწყმაც, მოულოდნელი და ნოვატორული სურნელით, ანგელოზთა გუნდის ასოციაციებს აღძრავს: მეფურად ჟღერენ ბრაზილიური ტონკას მარცვლები და მადაგასკარული ბურბონის ვანილი. გულის ნოტებს, კარამელიზებული კუბური ლერწმის შაქარი სიტკბოს მატებს, პენსილვანიური შავი რობინიასა (იგივე ცრუაკაცია) და ინდური წითელი პაჩულის ორიგინალური შტრიხები კი — აძლიერებს.
ამ ღვთაებრივი ნექტრის ბაზა უკიდურესად ძლიერი, მეფური მერქნების სვეტებს ეყრდნობა: აღმოცენდება უიშვიათესი, ტოსკანური სეკულარული მუხის ხავსის ნოტებით ამაღლებული დახვეწილი ინდური სანდალის ხე (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით). საბაზისო ნოტებს, ლიბანური კედარის და საკმეველის ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) გამომწვევ ძალასთან ნაზავით მიღებული გადამწყვეტი სურნელოვანი ბიძგი გამოკვეთს.
Agape უმანკო, არაეგოისტური სიყვარულის ამსახველი არომატია: პარფიუმერ ტერენცების მიერ შექმნილი სუნამოს წვეთში მოქცეული ზეციურ გრძნობა, რომელიც დედამიწაზე მათთვის ჩამოიტანეს, ვინც იციან, როგორ უყვარდეთ და სანაცვლოდ არაფერს ითხოვენ.
ზედა ნოტები: სიცილიური ფორთოხალი, სორენტოს ლიმონი, კალაბრიული ბერგამოტი და იტალიური შოკოლადი
შუა ნოტები: ბრაზილიური ტონკას მარცვლები, მადაგასკარის ბურბონის ვანილი, კარამელიზებული კუბური ლერწმის შაქარი, პენსილვანიური შავი კალია და ინდური წითელი პაჩული
საბაზისო ნოტები: ინდური სანდალოზის ხე, ტოსკანური საერო მუხის ხავსი, ლიბანური კედარი, აფრიკული საკმეველი და ქარვა
Alcohol Denat., Parfum, Limonene, Linalool, Alpha-Isomethyl Ionone, Hydroxycitronellal, Benzyl Salicylate, Coumarin, Citral, Evernia Prunastri, Geraniol
პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.
კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;
კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;
რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;
V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია