Advanced Light Ceramide Capsules Strengthening & Refining Serum
კაფსულირებული შრატი Advanced Light Ceramide Capsules კანს კვებავს, ამკვრივებს და აღადგენს; ავიწროებს ფორებს, ხვეწს კანის სტრუქტურას, კომპლექციას კი ბწრყინვალებას ანიჭებს for Normal
Not Chosen
კაფსულირებული შრატი Advanced Light Ceramide Capsules კანს კვებავს, ამკვრივებს და აღადგენს; ავიწროებს ფორებს, ხვეწს კანის სტრუქტურას, კომპლექციას კი ბწრყინვალებას ანიჭებს. აღმოაჩინეთ კანის ბარიერის გაძლიერების ახალი ოქროს სტანდარტი, Elizabeth Arden-ისგან! შრატი იდეალურია კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის.
Advanced Light Ceramide Capsules, მაქსიმალური პოტენციალის გამოსავლენად, სპეციალურ ფორმულაზე დაყრდნობით შეიქმნა, სიახლის შესანარჩუნებლად კი — კაფსულირებული შეფუთვით წარმოგვიდგინეს.
ბარიერის გასაძლიერებლად, ფორების შესამჩნევად შესავიწროებლად და ბალანსის აღსადგენად, შრატი, გვთავაზობს კანის იდენტური ფიტოკედამიდების კომბინაციას დაპატენტებულ ციკლოპეპტიდებსა და ჰემისკვალანთან: გამოიყენეთ Advanced Light Ceramide Capsules კანისთვის ჰარმონიული ბზინვარებისა და გაუმჯობესებული სტრუქტურის მისანიჭებლად.
სულ რაღაც ერთი კაფსულის მოქმედებით, კანის ბარიერი 28%-ით ძლიერდება.*
შრატი არაკომედოგენურია. იდეალურია კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის.
*მონაცემი ეყრდნობა კლინიკურ კვლევას 32 აზიელ ქალზე, რომელთაც შრატის ერთჯერადი დოზა მიიღეს.
- კერამიდის კაფსულირებული შრატი, პირდაპირი მნიშვნელობით, დამცავ ლიპიდურ ბარიერს კვებავს და სულ რაღაც, 1 კაფსულის გამოყენების შემდგომ, 28%-ით აძლიერებს!*
- ამცირებს ფორების ხილვადობას და შესამჩნევად ხვეწს კანის ტექსტურას: შრატის გამოყენების შედეგად, 10-იდან 9 ქალში, ფორების თვალსაჩინო შემცირება აღინიშნა**.
- აღადგენს კანის ბალანსს, ხვეწს ტექსტურას და ანიჭებს ბრწყინვალებას: გამოკვლეულთა 100%, კანის გაჯანსაღებული შეგრძნების, ნათელი იერისა და გაუმჯობესებული ტექსტურის შესახებ ადასტურებს***.
შრატი Advanced Light Ceramide Capsules Strengthening & Refining Serum რეკომენდებულია კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის. შემოწმებულია დერმატოლოგიურად. პროდუქტი არაკომედოგენურია.
* მონაცემი ეყრდნობა შრატის ერთჯერადი გამოყენების შემდგომ, 32 აზიელ ქალზე წარმოებული კლინიკური კვლევის შედეგებს
** მონაცემი ეყრდნობა შრატის ერთჯერადი გამოყენების შემდგომ, 62 აზიელ ქალზე წარმოებული კლინიკური კვლევის შედეგებს
*** მონაცემი ეყრდნობა შრატის 4-კვირიანი, დღეში 2-ჯერ სიხშირით გამოყენების შემდგომ, 61 აზიელ ქალზე წარმოებული კლინიკური კვლევის შედეგებს
Dimethicone, Cyclopentasiloxane, C13-16 Isoparaffin, Vinyl Dimethicone/Methicone Silsesquioxane Crosspolymer, Camellia Japonica Seed Oil, Trisiloxane, Caprylic/Capric Triglyceride, Dimethicone/Vinyl Dimethicone Crosspolymer, C12-15 Alkyl Benzoate, Apium Graveolens (Celery) Seed Extract, Butyrospermum Parkii (Shea) Butter, Ceramide NP, Crithmum Maritimum Extract, Hydrogenated Vegetable Oil, Limnanthes Alba (Meadowfoam) Seed Oil, Linum Usitatissimum (Linseed) Seed Extract, Macadamia Integrifolia Seed Oil, Moringa Oleifera Seed Oil, Phytosphingosine, Sorbitan Trioleate, Tocopheryl Acetate.
გადაატრიალეთ თავსახური და ამოტუმბეთ კაფსულიდან წინასწარ განსაზღვრული დოზა. მოუჭირეთ კაფსულას ფრთხილად და დაიწვეთეთ შრატი თითებზე; შემდეგ — ფაქიზი მოძრაობებით, სახეზე და ყელზე გადაინაწილეთ.
ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.
ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.