მთავარიშოპიYouth Restoring Solutions
Advanced Ceramide Lift and Firm Night Cream
გაძლიერებული კერამიდის შემცველი ღამის კრემი ლიფტინგის ეფექტით Advanced Ceramide Lift and Firm for Normal
Not Chosen
Elizabeth Arden წარმოგვიდგენს გაძლიერებული კერამიდის შემცველ ღამის კრემს, კანის ლიფტინგის და გამკვრივების ეფექტით: გაიცანით უკიდურესად მდიდრული, აბრეშუმისებრი სტრუქტურის Advanced Ceramide Lift and Firm, ახლა უკვე 5-ჯერ მეტი კერამიდის შემცველობით*, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად შენელებულ საჭირო ელემენტების გამომუშავების პროცესს აღადგენს.
პროდუქტის ფორმულა, კანის ინტენსიურად დასატენიანებლად, გასამკვრივებლად და ასაჭიმად, დაბერების საწინააღმდეგო ტექნოლოგია 3D FIT Technology-ს ეყრდნობა — კერამიდების, ტეტრაპეპტიდების და ედელვაისის ექსტრაქტის ნაზავს**, რათა სულ რაღაც, ერთკვირიანი უწყვეტი გამოყენების პირობებში, კანს შესამჩნევი სიმკვრივე მიანიჭოს, სახის კონტურები კი — მეტად გამოკვეთოს.***
მშრალი კანისთვის განკუთვნილი ულტრამსუბუქი სტრუქტურის Advanced Ceramide Lift and Firm Night Cream, მთელი დღის განმავლობაში, თქვენი კანის აღდგენასა და დატენიანებაზე მუშაობს; სახის ნაკვთებს კი მეტად გამოძერწილ, ახალგაზრდულ იერსახეს ანიჭებს.
*მონაცემები ეყრდნობა ამჭიმავი და გამამკვრივებელი არსებული კრემების რეფორმულირებულებთან შედარების შედეგებს.
**უჯრედული კულტურებიდან.
***მომხმარებელთა დამოუკიდებელი კვლევა დღის და ღამის კრემებზე: წარმოებულია 58 ქალზე, 1 კვირის განმავლობაში.
ისიამოვნეთ ლიფტინგის შესამჩნევი ეფექტით, გამკვრივებული კანით და სახის გამოკვეთილი კონტურებით, სულ რაღაც, 1 კვირაში: გაძლიერებული კერამიდის შემცველი კრემი Advanced Ceramide Lift and Firm Night Cream, კერამიდის 5-ჯერ გაზრდილი დოზითა და ანტიასაკობრივი ტექნოლოგიით — 3D FIT Technology, კანს, ამკვრივებს, ინტენსიურად ატენიანებს და ელასტიკურობას ანიჭებს. როგორც დღის, ასევე — ღამოს გამოყენებისთვის რეკომენდებული საშუალება, ულტრამსუბუქი, კანში სწრაფად შეწოვადი სტრუქტურითაა წარმოდგენილი.
დაუმატეთ მოვლის რუტინას Elizabeth Arden-ის გაძლიერებული კერამიდის შემცველი კოლექციის საშუალებები და აღჭურვეთ თქვენი კანი ახალგაზრულობის აღმდეგნი ძალებით!
Aqua/Water/Eau, Dimethicone, Glycerin, Butylene Glycol, Cetearyl Alcohol, Isostearyl Alcohol, Caprylic/Capric Triglyceride, Ceteth-20 Phosphate, Butylene Glycol Cocoate, Polymethylsilsesquioxane, Ammonium Acryloyldimethyltaurate/VP Copolymer, Acetyl Tetrapeptide-11, Acetyl Tetrapeptide-9, Amylopectin, Butyrospermum Parkii (Shea) Butter, Caprylyl Glycol, Carbomer, Ceramide AP, Ceramide EOP, Ceramide NP, Ceteth-20, Cholesterol, Dicetyl Phosphate, Dimethyl Isosorbide, Disodium EDTA, Ethylcellulose, Hydroxyethyl Acrylate/Sodium Acryloyldimethyl Taurate Copolymer, Isohexadecane, Lauryl PEG-9 Polydimethylsiloxyethyl Dimethicone, Leontopodium Alpinum Callus Culture Extract, Lithothamnion Calcareum Extract, Maris Sal/Sea Salt/Sel Marin, PEG100 Stearate, PEG-40 Hydrogenated Castor Oil, Pentylene Glycol, Phytosphingosine, Polysorbate 20, Polysorbate 60, Sodium Carrageenan, Sodium Lauroyl Lactylate, Theobroma Cacao (Cocoa) Seed Butter, Tocopheryl Acetate, Tromethamine, Xanthan Gum, Parfum (Fragrance), Phenoxyethanol. B01601
დამატენიანებელი კანზე ფრთხილად გადაინაწილეთ, ქვემოდან ზემოთ მიმართული მოძრაობებით; კერამიდის კაფსულირებული შრატის გამოყენების მომდევნო საფეხურზე.
ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.
ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.