მთავარიშოპიYouth Restoring Solutions

Advanced Ceramide Lift And Firm Eye Cream

Advanced Ceramide Lift and Firm Eye Cream

გაძლიერებული კერამიდის შემცველი თვალის დამატენიანებელი კრემი ლიფტინგის ეფექტით Advanced Ceramide Lift and Firm for Normal

მოცულობა:

Not Chosen

210.00 ₾
აღწერა

Elizabeth Arden წარმოგვიდგენს გაძლიერებული კერამიდის შემცველ თვალის კრემს, კანის ლიფტინგის და გამკვრივების ეფექტით: გაიცანით მსუბუქი, აბრეშუმისებრი სტრუქტურის Advanced Ceramide Lift and Firm Eye Cream, ახლა უკვე 5-ჯერ მეტი კერამიდის შემცველობით* — საშუალება, რომელიც კანში სწრაფად იწოვება და ასაკის მატებასთან ერთად შენელებულ საჭირო ელემენტების გამომუშავების პროცესს აღადგენს.

პროდუქტის ფორმულა, თვალების მიდამოების ინტენსიურად დასატენიანებლად, გასამკვრივებლად და ასაჭიმად, დაბერების საწინააღმდეგო ტექნოლოგია 3D FIT Technology-ს ეყრდნობა — კერამიდების, ტეტრაპეპტიდების და ედელვაისის ექსტრაქტის ნაზავს**, რათა სულ რაღაც, ორკვირიანი უწყვეტი გამოყენების პირობებში, კანს შესამჩნევი ლიფტინგი, სიმკვრივე და ახალგაზრდული იერი მიანიჭოს.***

აბრეშუმისებრი სტურქტურის დამსახურებით, თვალის ნაოჭსაწინააღმდეგო კრემი კანში სწრაფად იწოვება და მთელი დღის განმავლობაში, უწყეტ დატენიანებაზე, წვრილი ხაზების, დანაოჭებული ზონების, კუთხის ნაოჭებისა და ქუთუთოების შეშუპებების შემცირებაზე მუშაობს.

*მონაცემები ეყრდნობა არსებული ამჭიმავი და გამამკვრივებელი კრემების რეფორმულირებულებთან შედარების შედეგებს.
**უჯრედული კულტურებიდან.
***მონაცემი ეყრდნობა მომხმარებელთა კვლევას, რომელიც 69 ქალზე აწარმოეს.

ისიამოვნეთ ლიფტინგის შესამჩნევი ეფექტით, გამკვრივებული კანით და თვალების გაახალგაზრდავებული იერით, სულ რაღაც, 2 კვირაში: Advanced Ceramide Lift and Firm Eye Cream, კერამიდის 5-ჯერ გაზრდილი დოზით და ანტიასაკობრივი ტექნოლოგიით — 3D FIT Technology, კანს, ამკვრივებს, ინტენსიურად ატენიანებს და ელასტიკურობას ანიჭებს. კრემის აბრეშუმისებრი, მსუბუქი სტრუქტურის ფორმულა, კანში სწრაფად იწოვება.

დაუმატეთ მოვლის რუტინას Elizabeth Arden-ის გაძლიერებული კერამიდის შემცველი კოლექციის საშუალებები და აღჭურვეთ თქვენი კანი ახალგაზრულობის აღმდეგნი ძალებით!

Aqua/Water/Eau Butylene Glycol, C15-19 Alkane, Dimethicone, Potassium Cetyl Phosphate, Hydrogenated Polyisobutene, Cetyl Ricinoleate, Stearyl Heptanoate, Glycerin, Stearyl Caprylate, Polymethylsilsesquioxane, PEG-100 Stearate, Glyceryl Stearate, Acetyl Tetrapeptide-11, Acetyl Tetrapeptide-9, Acrylates/C10-30 Alkyl Acrylate Crosspolymer, Ammonium Acryloyldimethyltaurate/VP Copolymer, Arachidyl Alcohol, Arachidyl Glucoside, Behenyl Alcohol, Carbomer, Ceramide AP, Ceramide EOP, Ceramide NP, Cetearyl Dimethicone Crosspolymer, Cholesterol, Dimethyl Isosorbide, Disodium EDTA, Fraxinus Excelsior Bark Extract, Glycolic Acid, Isononyl Isononanoate, Leontopodium Alpinum Callus Culture Extract, Maris Sal/Sea Salt/Sel Marin, Niacinamide, Phytosphingosine, Polymethyl Methacrylate, Polysorbate 20, Silanetriol, Sodium Carrageenan, Sodium Hydroxide, Sodium Lauroyl Lactylate, Xanthan Gum, Benzoic Acid, Chlorphenesin, Phenoxyethanol, Sorbic Acid. B02271

გამოყენების წესი

გადაინაწილეთ კრემი ფრთხილად, ნახევარწრიული მოძრაობებით, თვალის ქვედა ქუთუთოებზე, დამატენიანებელი საშუალების — Advanced Lift and Firm Cream-ის გამოყენების მომდევნო ეტაპზე.

ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.

ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.