მთავარიშოპიYouth Restoring Solutions

Advanced Ceramide Lift And Firm Day Cream SPF 15

Advanced Ceramide Lift and Firm Day Cream SPF 15
Advanced Ceramide Lift and Firm Day Cream SPF 15

გაძლიერებული კერამიდის შემცველი დღის კრემი ლიფტინგის ეფექტით და მზისგან დამცავი SPF 15 მოქმედებით Advanced Ceramide Lift and Firm for Normal

მოცულობა:

Not Chosen

315.00 ₾
აღწერა

Elizabeth Arden წარმოგვიდგენს გაძლიერებული კერამიდის შემცველ დღის კრემს ლიფტინგის ეფექტით და მზისგან დამცავი SPF 15 მოქმედებით: გაიცანით Advanced Ceramide Lift and Firm Day Cream SPF 15 — მსუბუქი სტრუქტურის SPF-ლოსიონი, ახლა უკვე 5-ჯერ მეტი კერამიდის შემცველობით*, რომელიც კანში სწრაფად იწოვება და ასაკის მატებასთან ერთად შენელებულ საჭირო ელემენტების გამომუშავების პროცესს აღადგენს.

პროდუქტი, კანის ინტენსიურად დასატენიანებლად, გასამკვრივებლად და ასაჭიმად, დაბერების საწინააღმდეგო ტექნოლოგია 3D FIT Technology-ს ეყრდნობა — კერამიდების, ტეტრაპეპტიდების და ედელვაისის ექსტრაქტის ნაზავს**, რათა სულ რაღაც, ერთკვირიანი უწყვეტი გამოყენების პირობებში, კანს შესამჩნევი სიმკვრივე მიანიჭოს, სახის კონტურები კი — მეტად გამოკვეთოს.***

მშრალი კანისთვის განკუთვნილი ულტრამსუბუქი სტრუქტურის Advanced Ceramide Lift and Firm, მთელი დღის განმავლობაში, თქვენი კანის აღდგენასა და დატენიანებაზე მუშაობს; სახის ნაკვთებს კი მეტად გამოძერწილ, ახალგაზრდულ იერსახეს ანიჭებს.

*მონაცემები ეყრდნობა ამჭიმავი და გამამკვრივებელი არსებული კრემების რეფორმულირებულებთან შედარების შედეგებს.
**უჯრედული კულტურებიდან.
***მომხმარებელთა დამოუკიდებელი კვლევა დღის და ღამის კრემებზე: წარმოებულია 58 ქალზე, 1 კვირის განმავლობაში.

ისიამოვნეთ ლიფტინგის შესამჩნევი ეფექტით, გამკვრივებული კანით და სახის გამოძერწილი კონტურებით, სულ რაღაც, 1 კვირაში: Advanced Ceramide Lift and Firm Day Cream SPF 15, კერამიდის 5-ჯერ გაზრდილი დოზით და ანტიასაკობრივი ტექნოლოგიით — 3D FIT Technology, კანს, ამკვრივებს, ინტენსიურად ატენიანებს და ელასტიკურობას ანიჭებს. როგორც დღის, ასევე — ღამოს გამოყენებისთვის რეკომენდებული საშუალება, ულტრამსუბუქი, კანში სწრაფად შეწოვადი სტრუქტურითაა წარმოდგენილი.

დაუმატეთ მოვლის რუტინას Elizabeth Arden-ის ჯილდოს მფლობელი კაფსულირებული შრატი — Advanced Ceramide Lift and Firm Day Cream SPF 15 და აღჭურვეთ თქვენი კანი ახალგაზრულობის აღმდეგნი ძალებით!

Aqua/Water/Eau, Homosalate, Octocrylene, Glycerin, Ethylhexyl Salicylate, Hexylene Glycol, Butyl Methoxydibenzoylmethane, Dimethicone, C14-22 Alcohols, PEG-100 Stearate, Glyceryl Stearate, Styrene/Acrylates Copolymer, Acrylates/Dimethicone Copolymer, Polymethylsilsesquioxane, Acetyl Tetrapeptide-11, Acetyl Tetrapeptide-9, Acrylates/C10-30 Alkyl Acrylate Crosspolymer, Ammonium Hydroxide, Butylene Glycol, C12-20 Alkyl Glucoside, Caprylyl Glycol, Carbomer, Ceramide AP, Ceramide EOP, Ceramide NP, Cholesterol, Dimethyl Isosorbide, Disodium EDTA, Ethylhexyl Palmitate, Hydroxyethyl Acrylate/Sodium Acryloyldimethyl Taurate Copolymer, Isohexadecane, Leontopodium Alpinum Callus Culture Extract, Maris Sal/Sea Salt/Sel Marin, Phytosphingosine, Polysorbate 20, Polysorbate 60, Silica Dimethyl Silylate, Sodium Carrageenan, Sodium Hyaluronate, Sodium Lauroyl Lactylate, Tocopheryl Acetate, Tromethamine, Xanthan Gum, Parfum (Fragrance), Chlorphenesin, Phenoxyethanol. B01993

გამოყენების წესი

დამატენიანებელი კანზე ფრთხილად გადაინაწილეთ, ქვემოდან ზემოთ მიმართული მოძრაობებით; კერამიდის კაფსულირებული შრატის გამოყენების მომდევნო საფეხურზე.

ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.

ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.