მთავარიშოპისუნამო

ADUX

ADUX

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Adux — ელეგანტური, გამყოლი სურნელია მათთვის, ვისაც ტრადიციული კონვენციების დარღვევა უყვართ, უპირატესობას კი ახალი ჰარმონიული შეგრძნებებისა და ცდუნების აკრობატული ბალანსის აღმოჩენებს ანიჭებენ.

მოცულობა:

Not Chosen

1,020.00 ₾
აღწერა

V Canto-ს სურნელოვანი ქმნილება Adux, იტალიელი ხელოვანის — აგოსტინო დი დუჩიოს დიდებული პიროვნებითაა შთაგონებული, რომელსაც, ძლიერი ხასიათის გამო, მეტსახელად ადუქსსაც (მამაცი, გამბედავი) უწოდებდნენ.

აგოსტინო, იტალიელი სკულპტორის — დონატელოს ბრწყინვალე, ნიჭიერი მოსწავლე იყო. საკუთარი კარიერის განმავლობაში, უამრავი შედევრი შექმნა, მათ შორის — რიმინის მალატესტას კათედრალის ბარელიეფური დეკორაციები, უშუალოდ სიჯიზმონდო მალატესტას (იგულისხმება იტალიელ არისტოკრატთა დინასტიის წევრი — სიჯიზმონდო პანდოლფო მალატესტა. მალატესტების დინასტია, XIII საუკუნიდან 1528 წლამდე, რიმინის მართავდა) დაკვეთით.

ეს კომპლექსური მამაკაცი და შემოქმედი, ელეგანტური, თუმცა, პირდაპირი და გამბედავი იყო: მისი ინოვაციური იდეები, პარალელურად, კლასიკურ ჰარმონიებს მიაგებდა პატივს, როგორც მისი არსის, დახვეწილობისა და ნოვატორობის ამსახველი არომატი — Adux.

V Canto-ს სუნამო Adux, ადუქსის ნამუშევრების მსგავსად, პირველივე დაგემოვნებისას, ჰაეროვან შეგრძნებებს აღგიძრავთ, როგორც ხელოვანის ელეგანტური მასალებისა და უწონადობის გამო დაფასებული შემოქმედება: აგოსტინო დი დუჩიოს სკულპტურები, თითქოს, დედამიწის გრავიტაციას შორდება და ეთერულ სამყაროში ლივლივებს…

არომატი ციტრუსების გრაციოზული აფეთქებით იშლება: რეჯიო კალაბრიის ბერგამოტის ძლევამოსილ გამოძახილს ოსტატურად იხუტებს სიცილიური გრეიფრუტი და ბრაზილიური ფორთოხალი, იტალიური დოლომიტების მწვანე ვაშლის აკრობატულ ბალანსში.

შუშხუნა გამხსნელ სურნელს გარს ეკვრის კომპოზიციის გული და ძლიერ ბაზასთან კიდევ უფრო აახლოებს: გულის ნოტებს შორის, მძაფრად გამოსჭვივის იტალიური ბალახის და კოსტა რიკას ანანასის ველური სურნლი, რომელთაც ინდური ილის სპეცია და აფროდიზიაკური მოქმედების სინგაპურული პაჩული უპირისპირდება.

სურნელოვანი ქმნილების ბაზა, ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) და ტოსკანური მუხის ხავსის დამაჯერებელ ნოტებს ეყრდნობა. მათ, იტალიური არყის ხე და მუშკი გამოკვეთს და კამბოჯური უდის (უდი/აგარის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) ელეგანტური ძალის ხაზგასმით, საბაზისო ნოტების რევერბერაციებს აძლიერებს.

Adux — ელეგანტური, გამყოლი სურნელია მათთვის, ვისაც ტრადიციული კონვენციების დარღვევა უყვართ, უპირატესობას კი ახალი ჰარმონიული შეგრძნებებისა და ცდუნების აკრობატული ბალანსის აღმოჩენებს ანიჭებენ.

ზედა ნოტები: რეჯო-კალაბრიული ბერგამოტი, სიცილიური გრეიფრუტი, ბრაზილიური ფორთოხალი, დოლომიტის ვაშლი.

შუა ნოტები: იტალიური ბალახი, კოსტა-რიკის ანანასი, ინდური კარდამონი, სინგაპურის პაჩული.

საბაზისო ნოტები: ქარვა, ტოსკანური მუხის ხავსი, მუშკი, იტალიური არყი და კამბოჯური უდი.

Alcohol Denat, Parfum, Limonene, Linalool, Citral, Hydroxycitronellal, Farnesol, Geraniol, Citronellol

პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.

კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;

კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;

რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;

V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია