მთავარიშოპისუნამო

ACAMAR

ACAMAR
ACAMAR

Eau de Parfum

სუნამო

მოცულობა:

Not Chosen

551.00 ₾
აღწერა

Spirit of Kings-ის Acamar, ბრენდის პირველი კოლექციის, Gold Collection-ის წევრია, რომლის შემადგენელი 12 ძვირფასი სუნამოც, ანტიკური არაბული ასტრონომიული ცოდნის შთაგონებით, ვარსკვლავებისა და თანავარსკვლავედების ძველებურ (არაბულ) სახელებს ატარებს. მოცემული სუნამოების ერთობა კი, სამეფო სულის მქონე ადამიანთა ოცნებებში განფენილ წარმოსახვებში და განუხორციელებელ პოტენციალში მიმალული იდუმალი ზეციური საზღვრების სიმბოლოდ გვევლინება.

არომატის სახელწოდება მდინარის დასასრულის აღმნიშვნელი არაბული სიტყვა „ახირ ან-ნაჰრიდან“ მომდინარეობს: სწორედ ასე უწოდეს მუსლიმმა ასტრონომებმა საუკუნეების წინ თეტა ერიდანის ვარსკვლავურ სისტემას.

სუნამოს ოქროსფერ ფლაკონს ამეთვისტოს ქვა აგვირგვინებს, როგორც მონდომებისა და დადებითი განწყობის სიმბოლო.

ერთ დღეს, მეფის ცხოვრებაში, წყვდიადმა დაისარგურა, როდესაც შეიტყო, რომ ბოლოდრიონდელმა ეკონომიკურმა დეპრესიამ, არა მხოლოდ, გარდაცვლილი მამის უკანასკნელი დღეები დაადარდიანა, არამედ, სამეფოს ხაზინის დიდი ნაწილიც დააცარიელა.

რადგან დამოუკიდებლად გამოსავალს ვერ პოულობდა, რჩევის საკითხავად, მეზობელი სამეფოების მმართველთა უზენაესი საბჭო შეკრიბა. როგორც იქნა, პროცესიები დასრულდა და ახალგაზრდა მონარქმა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლა დააპირა, თუმცა, მეფეთა შორის უხუცესმა, საუბარი უხეშად შეაწყვეტინა. მასპინძელი არ შეწინააღმდეგებია — გაჩუმდა და ელეგანტური ჟესტით, სიტყვა უხუცესს გადასცა…

გამხსნელი ნოტები:

ბერგამოტი, ლიმონი

გულის ნოტები:

ვარდი, პაჩული, ია

საბაზისო ნოტები:

მუშკი, ამბრი

Spirit of Kings ექსკლუზიური, საერთაშორისო ლუქს-კლასის ბრენდია, რომელიც ევროპული ხელოვნების ესთეტიკისა და ისტორიის აღსანიშნავად შეიქმნა და ინგლისის სამეფო პატრონაჟით, ესპანეთში დანერგილი მხატვრული სრულყოფილების მრავალწლოვანი მემკვიდრეობითაა შთაგონებული. მისი საოცრად თანამედროვე ხასიათის სურნელოვანი ქმნილებები მომავლისკენ თავდაჯერებულ სვლას ასახავენ: Spirit of Kings-ის ხედვა ლეგენდარული წარსულის გამოღვიძებით, ახლანდელი ყოფის გალამაზების იდეას ეყრდნობა.

პარფიუმერის შესახებ: ქრისტიან პროვენცანო

მსოფლიოში აღიარებული პარფიუმერი და საკუთარი საქმის ერთგული ოსტატი — ქრისტიან პროვენცანო მიიჩნევს, რომ სურნელოვან სამყაროში მოღვაწეობა უწყვეტი მოგზაურობაა: შემოქმედებითი აზროვნება განვითარებისა და შთაგონების ძიებაში და ყოველი ახალი ქმნილებით, აქტუალური განაცხადის გაკეთება.

პარფიუმერულ სამყაროში ბავშვობიდან, მაროკოში ცხოვრებისას შეაბიჯა: იქაური გარემოს მდიდრულმა, მრავალმხრივმა არომატებმა სურნელოვანი ზეთებისადმი ვნება და აღტაცების ნაპერწკლები გაუღვივეს.

პროფესიული გადამზადების კურსები ჰოლანდიაში დაიწყო: უნარების დასახვეწად, ლაბორატორიის ასისტენტად მუშაობდა.

Agent Provocateur-ისთვის შექმნილი ნამუშევრისთვის, FiFi-ს (იგივე „სურნელოვანი ინდუსტრიის ოსკარის დაჯილდოება“) ჯილდო მოიპოვა და საყოველთაოდ მოიხვეჭა სახელი არაერთი ცნობილი ბრენდის, მათ შორის — Penhaligons-ის არომატებით.

დღეს, ქრისტიან პროვენცანო Sospiro-ს, Fragrance Du Bois-ს, Electimus-ის, Spirit of Kings-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელია. მოღვაწეობს დუბაიში; უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების ინოვაციურ ტექნოლოგიებთან შერწყმით, განსაკუთრებული სურნელოვანი ნიმუშების შექმნას აგრძელებს და საუკეთესო, მოთხოვნადი პროფესიონალის სტატუსს ინარჩუნებს. მისი შედევრები კი სუნამოების მიმართ ულევ სიყვარულსა და ინდუსტრიისადმი ერთგულებას ასახავენ.