მთავარიშოპისახის მოვლა

Absolue Soft Cream

Absolue Soft Cream

დღეგრძელობის მეცნიერების ახალი საზღვარი: Absolue Longevity The Soft Cream.

მოცულობა:

Not Chosen

1,000.00 ₾
აღწერა

გაიცანით Lancôme-ის პირველი ადგილობრივი გამოყენების PDRN-კრემი (პოლიდეოქსირიბონუკლეოტიდი — ორაგულის ან კალმახის დნმ-ის ფრაგმენტებისგან შექმნილი რეგენერაციული ნაერთი) კანის ახალგაზრდობის შესამჩნევად გასახანგრძლივებლად: Absolue Longevity The Soft Cream, ლიფტინგის*, შემავსებელი** და გამამკვრივებელი** დადასტურებული მოქმედებებით ხასიათდება; ამცირებს დაბერების ნიშნებს და ხელს უშლის მათ აღმოცენებას.

სახის ახალი, გაუმჯობესებული, მდიდრული კრემი, Lancôme-ის მიერ დაპატენტებული ექსკლუზიური ინგრედიენტის — აღმდგენი და შემავსებელი ეფექტის მქონე პოლინუკლეოტიდების გამოყენებით შეიქმნა, რომლის შთაგონებაც, კანის ესთეტიკური მკურნალობაა. მოცემული ინგრედიენტის კომბინაციით Pro Xylane-სა და Absolue Perpetual Rose-თან, პროდუქტის ფორმულა, მეტაბოლურ აქტივობებს ასტიმულირებს და ახალგაზრდულ იერს აღადგენს.

დამზადებულია დღეგრძელობის მეცნიერების საფუძველზე

ასაკის მატებასთან ერთად, კანის ენერგიისა და მეტაბოლიზმის შემცირების კვალდაკვალ, სიბერის ნიშნები იჩენს თავს. მეტაბოლიზმის გაუმჯობესება კი ენერგიას აძლიერებს და კანს ჯანსაღი, ახალგაზრდული იერის შენარჩუნებას უხანგრძლივებს. Absolue Longevity The Soft Cream-ის მიზანი, სწორედ, სწრაფი რეგენერაციის საშუალებით, მეტაბოლიზმის გაძლიერება და კანის ახალგაზრდული ფუნქციის აღდგენაა — გამკვრივებული*, სავსე** იერსახით.

გამოყენების წესი


პირველი საფეხური: გამოიყენეთ Absolue Longevity The Soft Cream ყოველდღიურად, დილის და საღამოს რუტინაში, კანის გასუფთავების, ტონერის და შრატის მოხმარების შემდგომ.

მეორე საფეხური: წაისვით კრემის თანაბარი ფენა სუფთა, მშრალ კანზე, ნაზი ზეწოლით, სახის, ყელის და დეკოლტეს ზონებზე. განაგრძეთ მოვლა თვალის კრემით.

90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.