Absolue Balm-To-Foam
Lancôme-ის 80%-იანი ვარდის ემულსიით გაჟღენთილი ნაზი, ულტრამდიდრული, ტრანსფორმაციული გამწმენდი
Not Chosen
გაიცანით Lancôme-ის 80%-იანი ვარდის ემულსიით გაჟღენთილი ნაზი, ულტრამდიდრული, ტრანსფორმაციული გამწმენდი: Absolue Rose 80 Cleansing Balm-To-Foam, ძვირფასი და გემრიელი ბალზამი-ქაფია, რომელიც მაკიაჟსა და ჭუჭყს აშორებს, კანს კი იდეალურად სუფთა, გლუვ, დახვეწილ იერს ანიჭებს.
კომპლექციის დამაბალანსებელი და სიხალის შეგრძნების მომნიჭებელი საშუალება, ჩამობანის შემდეგ, ცხიმოვან ნარჩენებს არ ტოვებს.
მომხმარებელთა 94% აღნიშნავს, რომ გამწმენდმა, პირველი გამოყენებისთანავე, კომფორტული შეგრძნებები აღუძრათ.
მომხმარებელთა კვლევის შედეგები:
პირველი გამოყენებისთანავე*:
- 97% ადასტურებს, რომ გამწმენდი კანს ნაზად მოეფინება
- 95% ადასტურებს, რომ გამწმენდმა, მათ კანს, იდეალური სისუფთავის შეგრძნება მიანიჭა
- 94% ადასტურებს, რომ ჩამობანისას, გამწმენდმა, კომფორტული შეგრძნება დაუტოვათ
- 91% ადასტურებს, რომ გამწმენდის გამოყენებისას, კანის განახლების შეგრძნება ჰქონდათ
4-კვირიანი გამოყენების შედეგად*:
- 97% ადასტურებს, რომ გამწმენდის რეგულარული მოხმარების პირობებში, კანი, განახლებულ შეგრძნებას იძენს
- 92% ადასტურებს, რომ გამწმენდმა, მათ კანს, ჯანსაღი ბრწყინვალება მიანიჭა
*მონაცემები ეყრდნობა 64 ქალზე წარმოებული მომხმარებელთა კვლევის შედეგებს
საკვანძო ინგრედიენტი
80%-იანი ვარდის ემულსია
გამოყენების წესი
- დილას: გამოიყენეთ ბალზამი კანის გასასუფთავებლად ყოველდღიურად, მოვლის და მაკიაჟის საშუალებების მოხმარებამდე.
- საღამოს: გამოიყენეთ გამწმენდი ბალზამი მაკიაჟის მოსაშორებლად, ღამის მოვლის საშუალებების მოხმარებამდე.
- დაისხით ხელზე ჭარბად, გაითბეთ და წაისვით მშრალ კანზე. დაისველეთ ხელები და მიკროცირკულაციის გასაძლიერებლად, აიქაფეთ წრიული მასაჟისებრი მოძრაობებით.
- ჩამოიბანეთ კარგად, თბილი წყლით. გაიმშრალეთ სახე.
- მოვლის მომდევნო საფეხურზე, ორმაგი წმენდის ეფექტისთვის, Lancôme-ის თქვენი რჩეული გამწმენდი საშუალებაც გამოიყენეთ.
90 წლის განმავლობაში ბრენდი Lancôme ცდილობს გახადოს ყველა ქალი უფრო ბედნიერი, უფრო ლამაზი, უზრუნველყოს საუკეთესო კოსმეტიკური ინოვაციები ხარისხის, მეცნიერებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ათწლეულების მანძილზე Lancôme ავრცელებს თავის ხედვას ფრანგული სულისა და ელეგანტურობის შესახებ, რომელიც შერწყმულია ძირითად ინოვაციებთან, რაც საშუალებას აძლევს Lancôme-ს გახდეს ლუქს სილამაზის წამყვანი ბრენდი მსოფლიოში.
.jpg)