A NEVER ENDING LOVE
Eau de Parfum
სუნამო
Thomas Kosmala-ს სურნელი A Never Ending Love, ვარდის აბსოლუტით მოკაზმული, დილის ცვარით დანამული თეთრი ვარდის განსხეულებაა.
Not Chosen
Thomas Kosmala-ს ტკბილი, წარუშლელი სურნელი A Never Ending Love ჭეშმარიტად ამართლებს სახელს — „დაუსრულებელ სიყვარულს“.
თეთრი ვარდის და ბერგამოტის რომანტიკული ნოტები თეთრი ყვავილების, ფორთოხლის ყვავილის და მუშკის (მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში) ტრიოსკენ მიგვიძღვის, რომლებიც არომატის ბაზაზე ნაზად ერწყმის მშრალ ქარვას, თეთრ პაჩულის და ვარდის აბსოლუტს (აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით).
მარტივი და ამავდროულად ელეგანტური სუნამო იდეალურია ყოველდღიური მოხმარებისთვის.
გამხსნელი ნოტები: თეთრი ვარდი, ბერგამოტი
გულის ნოტები: თეთრი ყვავილები, ფორთოხლის ყვავილი, მუშკი
საბაზისო ნოტები: მშრალი ქარვა, თეთრი პაჩული, ვარდის აბსოლუტი
ბრენდ THOMAS KOSMALA PARIS-ის არომატთა ალქიმია თავად პარფიუმერი თომას კოსმალაა. მისი მოგზაურობა სურნელოვან სამყაროში პარიზში დაიწყო. იქ კლასიკური პარფიუმერიის შესასწავლად ჩავიდა და ნედლი ინგრედიენტების შეზავების განმაცვიფრებლად ახლებური კომბინაციების ემოციურ შესაძლებლობებს გაეცნო.
თომას კოსმალას დამოუკიდებელ ლაბორატორიაში შექმნილი და სრულქმნილი არომატები ოსტატურად აბალანსებს ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდებს.
პარფიუმერის გამორჩეული ნიჭი ბრენდის ყოველ კოლექციაში ვლინდება: კლასიკური, ნედლი ინგრედიენტების ახლებურად გააზრებით, თომას კოსმალა გამომწვევ, კონცეპტუალურ სურნელოვან პროფილებს გვთავაზობს.