1 MILLION
Perfume
სუნამო
Paco Rabanne-ის 1M PARFUM უკიდურესობის ზღვარზე მყოფი თბილი, მიზანმიმართული სურნელია, მზით გაჟღენთილი ტყავის არომატი მარილისებრი ეფექტებით.
Not Chosen
გაინტერესებთ, როგორ გახდეთ მილიონთა შორის მილიონის ტოლფასი? — იყავით თავდაჯერებული საკუთარი სტილით; ნუ შეგეშინდებათ, შოკისმომგვრელად სკანდალურიც იყოთ… მოიკრიბეთ სიმამაცე, რათა „მეტისმეტი“ — ერთი მილიონი გახდეთ!
Paco Rabanne-ის 1M PARFUM უკიდურესობის ზღვარზე მყოფი თბილი, მიზანმიმართული სურნელია, მზით გაჟღენთილი ტყავის არომატი მარილისებრი ეფექტებით.
Paco Rabanne-ის მზით გაჟღენთილ, მომხიბლავ არომატს — 1M PARFUM-ს, ტყავის გამბედაობა და მკვეთრად მასკულინური სურნელი ახასიათებს. ესაა სუნამო, რომელიც უშიშრად არღვევს საზღვრებს და ჩვენს შეგრძნებებს ეთამაშება.
1M PARFUM-ის ორსახოვანი არომატი მარილისებრ ნოტებსა და მზეზე გამომწვარ ტყავის სურნელს შორის მერყეობს; ოქროს მსგავსად, ადიქციურია: გამწვავებული მგრძნობიარობის გამომწვევი ქარვის სითბო მზით გარუჯული კანის ასოციაციას აღძრავს.
სუნამოს ხასიათს ეხმიანება ფლაკონზე ამოტვიფრული მეტალის ემბლემაც, როგორც მილიონთა შორის გამორჩეული, გაბედული პიროვნებების სიმბოლო.
მიიპკურეთ 1M PARFUM და იყავით ექსცესური, თამამი, და სულ ცოტათი, გადაჭარბებულიც.
Salty pulse: "tuberous salty" textured by amber woods.
Leather opulence: accord "solar leather" patinated with notes of resin and pine.
Mr. Paco Rabanne 1934 წელს, ბასკების ქვეყანაში — ესპანეთში დაიბადა. 5 წლისა იყო, როდესაც სამოქალაქო ომი დაიწყო და დედამ, ბავშვთან ერთად, საფრანგეთში გაქცევა გადაწყვიტა.
ცნობილია, რომ Rabanne-ის დედა, Balenciaga-ს მოდის სახლში მკერავად მუშაობდა. სავარაუდოდ, მოდის სიყვარულიც მან შთაუნერგა. სწორედ საფრანგეთში შეიძინა ფრანცისკომ ახალი სახელი — Paco Rabanne, რომლითაც მის მემკვიდრეობას, დღეს, მთელი მსოფლიო იცნობს.
1960-იანებში, არქიტექტურული კურსების გავლის შედეგად შეძენილი უნარები ავანგარდული აქსესუარების დიზაინების შექმნას მოახმარა და რამდენიმე მაღალი მოდის სახლს უნიკალური ნამუშევრებიც შესთავაზა.