მთავარიშოპისუნამო

1 MILLION ELIXIR

1 MILLION ELIXIR

Eau de Parfum

სუნამო

1 MILLION Elixir მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შეგროვებული, ხელით მოკრეფილი მცენარეების ექსტრაქტების ბლენდია — ახალი განზომილება, დაუჯერებლად ინტენსიური, ზუსტად ერთი მილიონი.

მოცულობა:

Not Chosen

419.00 ₾
აღწერა

აღმოაჩინეთ 1M ELIXIR, Paco Rabanne-ის არომატ 1 MILLION-ის ინტენსივობის მწვერვალი — ახალი სურნელი, რომელიც უმაღლესი ხარისხისადმი სწრაფვის შედეგია.

Paco Rabanne-ის პარფიუმერთა ოსტატობით და უმაღლესი ხარისხის ნედლი ინგრედიენტების ნაზავით შექმნილი 1 MILLION Elixir მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შეგროვებული, ხელით მოკრეფილი მცენარეების ექსტრაქტების ბლენდია — ახალი განზომილება, დაუჯერებლად ინტენსიური, ზუსტად ერთი მილიონი.

„1 MILLION Elixir, Paco Rabanne-ის არომატის — 1 MILLION-ის გამდიდრებული, გრძნობათა ამაღელვებელი ვერსიაა. უმაღლესი ხარისხის, ხელით მოკრეფილი ნედლი ინგრედიენტები — თურქული დამასკოს ვარდი, ოსნამტუსი და ველური ტონკას მარცვლები, გამორჩეულ, საოცრად ოსტატურ სურნელოვან კომპოზიციას ქმნის.

დავანას (არტემიზია პალენსი) ღრმად მგრძნობიარე, ლიქიორისებრი სურნელი გლუვი მერქნების და შავი ვანილის თესლის ძალით ირხევა. 1 MILLION არომატული კომპოზიციაა, სადაც უკიდურესი ემოცია გრძელვადიანი მოქმედების აბსოლუტურ ძალას ხვდება.“

top - Apple Davana;

heart - Rose, Damascena, Osmanthus, Cedarwood;

base notes - Vanilla absolute, Tonka beans, Patchouli

Mr. Paco Rabanne 1934 წელს, ბასკების ქვეყანაში — ესპანეთში დაიბადა. 5 წლისა იყო, როდესაც სამოქალაქო ომი დაიწყო და დედამ, ბავშვთან ერთად, საფრანგეთში გაქცევა გადაწყვიტა.

ცნობილია, რომ Rabanne-ის დედა, Balenciaga-ს მოდის სახლში მკერავად მუშაობდა. სავარაუდოდ, მოდის სიყვარულიც მან შთაუნერგა. სწორედ საფრანგეთში შეიძინა ფრანცისკომ ახალი სახელი — Paco Rabanne, რომლითაც მის მემკვიდრეობას, დღეს, მთელი მსოფლიო იცნობს.

1960-იანებში, არქიტექტურული კურსების გავლის შედეგად შეძენილი უნარები ავანგარდული აქსესუარების დიზაინების შექმნას მოახმარა და რამდენიმე მაღალი მოდის სახლს უნიკალური ნამუშევრებიც შესთავაზა.