მთავარიშოპისუნამო

1 MILLION

1 MILLION

Eau de Toilette

სუნამო

ტუალეტის წყალი 1 MILLION ქარვისებრი ტყავის და მანდარინის ნოტებით შექმნილი თავგზის ამბნევი არომატია.

მოცულობა:

Not Chosen

323.00 ₾
აღწერა

ექსტრავაგანტურობის ხელოვნება: გიყვარდეს საფრთხე და ბრწყინვალების ციმციმი; ნურავის დანებდები საკუთარი ფანტაზიების გარდა. Paco Rabanne-ის 1 MILLION „ცუდი ბიჭის“ პროტოტიპია — სურნელი, რომელიც გარშემომყოფებს ეჯახება და აინტრიგებს.

მამაკაცი, რომელიც ამ სუნამოს ატარებს, პირდაპირი მნიშვნელობით, მაცდურია, თუმცა, ამავდროულად — ჯენტლმენიც.

ტუალეტის წყალი 1 MILLION ქარვისებრი ტყავის და მანდარინის ნოტებით შექმნილი თავგზის ამბნევი არომატია.

top - blood mandarin and peppermint;

heart - absolute rose and cinnamon;

base notes - leather and amber ketal

Mr. Paco Rabanne 1934 წელს, ბასკების ქვეყანაში — ესპანეთში დაიბადა. 5 წლისა იყო, როდესაც სამოქალაქო ომი დაიწყო და დედამ, ბავშვთან ერთად, საფრანგეთში გაქცევა გადაწყვიტა.

ცნობილია, რომ Rabanne-ის დედა, Balenciaga-ს მოდის სახლში მკერავად მუშაობდა. სავარაუდოდ, მოდის სიყვარულიც მან შთაუნერგა. სწორედ საფრანგეთში შეიძინა ფრანცისკომ ახალი სახელი — Paco Rabanne, რომლითაც მის მემკვიდრეობას, დღეს, მთელი მსოფლიო იცნობს.

1960-იანებში, არქიტექტურული კურსების გავლის შედეგად შეძენილი უნარები ავანგარდული აქსესუარების დიზაინების შექმნას მოახმარა და რამდენიმე მაღალი მოდის სახლს უნიკალური ნამუშევრებიც შესთავაზა.