Terenzi Boutique

Tiziana Terenzi-ს პარფიუმერული სახლის ქმნილებების ბუტიკი უკვე საქართველოშია.

ბათუმის “გრანდ მოლში” გაიხსნა TERENZI-ს ბუტიკი, სადაც ექსკლუზიურად წარმოდგენილია ნიშ პარფიუმერიის სახლის — Tiziana Terenzi, V Canto და Giardino Benessere-ს სუნამოები, სანთლები და აქსესუარები.


Tiziana Terenzi, V Canto და Giardino Benessere

სამი სრულიად განსხვავებული ბრენდის ისტორია და მათი შთაგონება ყოველთვის უკავშრდება მოგზაურობებს და იმ დროს დაგროვებულ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს და ემოციებს. ეს არის ის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც სილამაზე სულს ეხება და მოცემულ წუთს მარადისობად აქცევს. 

სურნელოვან ემოციებად გარდაქმნილი უნივერსალური შეგრძნებები, პარფიუმის ექსტრაქტების ძვირფას ბოთლებშია მოქცეული: ყოველი ფლაკონი დახვეწილი და სურნელოვან კომპოზიციასთან სტილისტიკურად შესატყვისი ფორმისაა. ყოველი დეტალიც, საგულდაგულოდ შერჩეული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.

Terenzi Boutique
Views: 143
02 Jun 2025
No comments yet...
Leave your comment
91617

Character Limit 400