Penhaligon’s არომატული სახლის 155 წლიანი ისტორია

გაიცანით Penhaligon’s: არომატული სახლი გამორჩეული ვიზუალური იდენტობით და ჭეშმარიტი ბრიტანელი დანდის დახვეწილი, შავი იუმორით...

Penhaligon’s-ის ისტორია თავმდაბალი კორნუოლელი დალაქის — უილიამ პენჰალიგონის ამბით იწყება, რომელმაც თავიდანვე მოიპოვა დიდი წარმატება და მეფის კარზე დაწინაურდა.

არომატული სახლი — Penhaligon’s ინგლისური მხატვრული პარფიუმერიის სიმბოლოა. 1870 წელს, უილიამ ჰენრი პენჰალიგონმა ლონდონში პატარა სადალაქო დააარსა, რომელმაც, სულ მალე, საზოგადოების, განსაკუთრებით — არისტოკრატების დიდი ინტერესი გამოიწვია. მომხმარებლებს შორის სამეფო კარის წარმომადგენლებიც კი იყვნენ. 


გაეცანით ბრენდის ისტორიასა და “Portraits” საკულტო კოლექციას.  აღმოაჩინეთ თქვენი არომატი — საყვარელი პერსონაჟით!

Portraits კოლექცია და კოლაბორაცია ხელოვან კრისტიანასთან

სურნელოვანი საგა Penhaligon’s-ის მიერ გამოგონილი პერსონაჟების შესახებ გვიყვება, შექსპირის კომედიების სტილის სატირული ნარატივით. მაგალითად, არომატ Much Ado About The Duke-ის სახელწოდება, სწორედ, უილიამ შექსპირის პიესის სათაურის Much Ado About Nothing სიტყვების თამაშს წარმოადგენს.


ბრენდმა მომხმარებლებს ამ კოლექციის სასახლის კარი 2016 წელს გაუღო და მისი საინტერესო მაცხოვრებლების დრამატული და საიდუმლოებებით აღსავსე ცხოვრების სურნელოვანი ისტორიები უამბო. გამოჩენილმა ბრიტანელმა არტისტმა კრისტიანამ, Penhaligon’s-ის სუნამოების ახალი ხაზის ნარატივზე დაყრდნობით, ინდივიდუალური ილუსტრაციები შექმნა. 

ყოველი არომატი გამოგონილი არისტოკრატული ოჯახის წევრია. 

The LORD GEORGE  სურნელოვანი კოლექციის — Portraits-ის ოჯახის უფროსია და მთავარი ფიგურაა, ბრიტანული მამაკაცურობის და დახვეწილობის სიმბოლო, რომელიც ოჯახს სათავეში უდგას.


Portraits-ის ოჯახის კლასიკური სუნამოებით სავსე არომატული ბიბლიოთეკს, ყოველწლიურად ერთი ახალი ოჯახის წევრი ემატება... 

აღმოაჩინეთ უფრო მეტი

 

Penhaligon’s არომატული სახლის 155 წლიანი ისტორია
In: Scents
Views: 426