იტალიელი პარფიუმერი FILIPPO SORCINELLI

FILIPPO SORCINELLI - მრავალმხრივი ხელოვანი, რომლის მსოფლმხედველობის და ესთეტიკის ჩამოყალიბებას სასულიერო სფეროში ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ, რელიგიური თემატიკა მისი შემოქმედების მუზად იქცა.

სულ რაღაც 13 წლისამ, ორღანზე დაკვრა დაიწყო. 

ორღანი იყო ფილიპოს პირველი გატაცება, მუზა და მისწრაფება. მისი პირველი ყველაზე საპასუხისმგებლო როლი, როგორც ორღანისტი იყო ფანოს კათედრალში, სადაც იგი ასრულდებდა ურთულეს ნაწარმოებებს, შემდეგ კი — მარკეში, სან ბენედეტო დელ ტრონტოში. 

მოგვიანებით, პონტიფიკური ინსტიტუტის სასულიერო კურსზეც ჩაირიცხა და აქტიურად მონაწილეობდა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებში.

2001 წელს, ხელოვნების და რელიგიის კონცეფციების შერწყმით, სასულიერო პირების კოსტიუმების ექსკლუზიური ატელიე დააარსა. ის ქმნიდა სამოსს ბენედიქტე მეთექვსმეტე და პაპი ფრანცისკესთვის. 

საოცარი ხედვა და წესების მკაცრი დაცვა, ეს იყო და არის ფილიპოს ცხოვრების მთავარი მიმართულება, სწორედ ამიტომ ის დღემდე ინარჩუნებს პირველობას. 


პარფიუმერიაში პირველი ნაბიჯები...  

ფილიპომ, როგორც დეტალებზე ორიენტირებულმა ხელოვანმა, გადაწყვიტა მის მიერ შექმნილი საეკლესიო სამოსისთვის სახასიათო სურნელი შეექმნა. მისი ხედვა ასეთი იყო: როდესაც სამღვდელო პირი, მის მიერ შექმნილ საოცარ სამოსთან - ამ სამოსის დამახასიათებელ სურნელსაც მიიღებდა. 

სწორედ ამიტომ, 2013 წელს მან დაარსა ნიშ არომატების ბრენდი, რომელსაც თავისივე სახელი უწოდა - FILIPPO SORCINELLI

 UNUM კი ამავე ბრენდის პირველი საკულტო კოლექცია იყო, რომელმაც თავიდანვე დიდი აღიარება მოიპოვა ნიშ პარფიუმერიის სამყაროში. 

განსხვავებული, შთამაგონებელი და სულშიჩამწვდომი. ეს არის პირველი ემოცია, რომელიც არომატების შეგრძნებისას გეუფლება. 5 უნიკალური სურნელი მდიდრული საკმეველის და მითიური ვარდების ბაზაზე შეიქმნა, როგორც ვატიკანის მარადიული რელიგიური სულის ახლებურად წარმოჩენის სურნელოვანი იარაღი. 


დღეს, FILIPPO SORCINELLI-ის არომატული სახლი, ნიშ სუნამოების 7 ხაზს მოიცავს.

აღმოაჩინე უფრო მეტი


იტალიელი პარფიუმერი FILIPPO SORCINELLI
In: Lifestyle
Views: 916