Strip Lashes

Strip Lashes
ბრენდი:ARTDECO
პროდუქტის სახელი:Strip Lashes

ხელოვნური წამწამები

ხელოვნური წამწამები უკვე დიდი ხანია გადაიქცა მოდურ ტენდენციად და მაკიაჟის განუყრელ ნაწილად, რომლის დახმარებითაც ჰოლივუდელი ქალბატონები ერთი შეხედვით იპყრობენ მამაკაცთა გულებს.

არტდეკო წარმოგიდენთ ხელოვნურ წამწამებს 

ბუნებრივი ბეწვისგან.

გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას იმისთვის რომ მიაღწიოთ სასურველ მიზანს.

დაგჭირდებათ:

1. ხელოვნური წამწამი

2.წამწამის წებო

3.პინცეტი

4.ბამბიანი ჩხირები

5. მაკიაჟის მოსაშორებელი


ნაბიჯი 1

სანამ წამწამის დაწებებას დაიწყებ, განსაზღვრე მისი სიგრძე. თუ საჭიროა დაამოკლე, რადგან როგორც წესი, ახალი წამწამის სიგრძე საჭიროზე მეტია.

ნაბიჯი 2

წამწამი ლათინური ასო “C”-ს ფორმაზე მოამრგვალე და რამდენიმე წამს გეჭიროს, რათა თვალის ფორმა მიიღოს.

ნაბიჯი 3

წებო შეგიძლია პირდაპირ ტუბიდან წაუსვა

გაითვალისწინე, რომ იმ ადგილებზე, რომელიც თვალის გარე და შიდა კუთხეს დაემთხვევა, შედარებით მეტი წებოა საჭირო, რათა თავიდან აიცილო მათი აპრეხვის საშიშროება.

ნაბიჯი 4

წამწამის დამაგრებამდე დაახლოებით 10 წამის განმავლობაში დაელოდე წებოს გაშრობას.

ნაბიჯი 5

ხელოვნური წამწამი შენი ბუნებრივი წამწამების ძირებთან დაიწებე და არა ქუთუთოზე. უკეთესი შედეგისთვის გამოიყენე პინცეტი.

ნაბიჯი 6

ხელოვნური და ბუნებრივი წამწამის შესაერთებლად და მეტი ბუნებრიობისთვის გამოიყენე ტუში.

ნაბიჯი 7

თუ ბუნებრივსა და ხელოვნურ წამწამს შორის გამოტოვებული ადგილი დაგრჩა, პროცესს თავიდან ნუ დაიწყებ. შეავსე იგი თხევადი შავი ლაინერით, ან თვალის ჩრდილით.

წამწამები მრავალჯერადი გამოყენებისაა.


  • *

    20.00¢