Love In Idleness

Love In Idleness
ბრენდი:ATKINSONS
პროდუქტის სახელი:Love In Idleness

მათთვის, ვისაც არომატის მაგიურობის სჯერა და მათთვის, ვინც დარწმუნებულია სუნამოს ზებუნებრივ ძალებში წარმოგიდგენთ ნიშ არომატს, იგივე  „კუპიდონის ისარს„


უილიამ შექსპირის ყველაზე რომანტიული კომედიის „ზაფხულის ღამის სიზმრის„ არომატით განსახიერება...

პიესა თავის დროზე დიდგვაროვანთა ქორწილში წარსადგენად დაიწერა, რომელსაც ამბობენ რომ დედოფალი ელიზაბეთიც ესწრებოდა...

სწორედ ასეთი განსაკუთრებული „დიდგვაროვანი„ ადამიანებისთვის შეიქმნა არომატი LOVE IN IDLENESS-იც.


„LOVE IN IDLENESS„,  შექსპირის პიესის მსგავსად, ზღაპარია ადამიანურ ბედნიერებაზე სადაც ერთმანეთს უჩვეულოდ ჰარმონიულად ერწყმის რეალობა და ფანტასტიკა, იუმორი და დრამა, სიზმარი და ცხადი...


LOVE IN IDLENESS ისეთი სიყვარულის ისტორიაა, რომელიც მხოლოდ სიზმარში გაქვთ ნანახი...

LOVE IN IDLENESS გამოგონილ სამყაროში არსებობაა... სამყაროში, სადაც ყველა ტკბილად ცხოვრობს...

სამყაროში, სადაც სიცოცხლე დაუსრულებელ ჯადოსნურ სიზმარს გავს...

სამყაროში, სადაც ცუდიც კი კომედიურ ელფერს იღებს და ტრაგედიაც კი ფერადია.


აქ განსაკუთრებულად უყვარდებათ...უყვარდებათ არარეალური გრძნობით...უყვარდებათ „რომეო და ჯულიეტას„ მსგავსად.

ასე მხოლოდ „LOVE IN IDLENESS„-ის გამოგონილ სამყაროში უყვარდებათ...სამყაროში, რომელსაც „ზაფხულის ღამის სიზმარში„ ვხედავთ...


შემადგენლობა: ჟოლო, იის ფოთლები, ზამბახი, ჰელიოტროპი, პაჩული, ხავსი და სხვა


  • 100 მლ

    429.00¢