Her Majesty The Oud

Her Majesty The Oud
ბრენდი:ATKINSONS
პროდუქტის სახელი:Her Majesty The Oud

Her Majesty The Oud

ეს ისტორიული „შუამდინარეთის„ სურნელია, რომელიც არა მხოლოდ ბრიტანელი სამეფო გვარის წარმომადგენლების, არამედ უმდიდრესი შეიხებისა და მსოფლიოს გავლენიანი ადამიანების სამიზნე იყო.

ეს ის ძვირფასი სურნელია, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალბატონს, მწერალს, არქეოლოგსა და ინოვატორ გერტრუდ ბელს ეძღვნება.
გერტრუდ ბელს, რომელმაც „შუამდინარეთის„ ისტორია მომავალ თაობებს შემოუნახა და შექმნა მუზეუმი უმნიშვნელოვანესი და უმდიდრესი არქეოლოგიური მემკვიდრეობით.

დღეს გერტრუდ ბელის დაარსებული ერაყის ეროვნული მუზეუმი, არქეოლოგიური და კულტურული ღირებულებებიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანეს და უიშვიათეს მუზეუმთა რიცხვს მიეკუთვნება.

ბრიტანელი გერტრუდ ბელი „უდაბნოს დედოფალია„. დედოფალი, რომლის კვლევებმაც მსოფლიოს ისტორია გააცოცხლა და შეცვალა უამრავი რამ.
ეს ის უძლიერესი ქალბატონია, რომელმაც უდაბნო ოაზისად აქცია და რომელმაც მსოფლიოს ფასდაუდებელი განძი შემოუნახა.

Her Majesty The Oud გერტრუდ ბელის გამორჩეული სურნელია. 
ძლევამოსილი სურნელი, რომელიც განსაკუთრებული სულის მატარებელია. 
ეს ის ეგზოტიკური არომატია, რომელსაც ისტორიის შეცვლაც კი ხელეწიფება და ყველგან თავის წარუშლელ კვალს ტოვებს.
Her Majesty The Oud სურნელოვანი მუზეუმის ღირსეული და ძვირფასი ექსპონატია.

შემადგენლობა: უდი, ოსმანტუსი, თურქული ვარდი, ტყავი, ზამბახი, ვანილი და სხვა


  • 100 მლ

    627.00¢