Acqua di Bergamotto

Acqua di Bergamotto
ბრენდი:ZEGNA
პროდუქტის სახელი:Acqua di Bergamotto

ბერგამოტი ლიმონისა და მწარე ფორთოხლისგან მიღებული მარადმწვანე ციტრუსია. ბერგამოტის მოშენება იტალიურ ქალაქ ბერგამოში დაიწყეს. სწორედ აქედან მოდის მისი სახელწოდებაც.

უამრავი ღირსებებიდან გამომდინარე ბერგამოტის ექსტრაქტი ძალიან ფასეულია და არა მხოლოდ ექსტრაქტი. 
ბერგამოტის ქერქი მდიდარია იშვიათი ეთერზეთებით, რომელიც ფართოდ გამოიყენება მსოფლიო პარფიუმერიაში.
ბერგამოტს შეუძლია სუნის განეიტრალება, სწორედ ამიტომ მისი არომატი მკვეთრად იგრძნობა სხვა დანარჩენ არომატებს შორის.
ბერგამოტი იყო პირველი ძირითადი კომპონენტი მსოფლიოში, რომლისგანაც შეიქმნა ადეკოლონი 1676 წელს.

ბერგამოტის არომატი, არა მხოლოდ სასიამოვნო არამედ ძალიან სასარგებლოცაა. მისი სურნელი დადებითად მოქმედებს ადამიანის განწყობაზე, ხსნის სტრესსა და დაძაბულობას, ზრდის შრომისუნარიანობას. ხშირ შემთხვევაში, გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდაც.
აი ასეთი ბედნიერი და ძვირფასი ინგრედიენტი არის უმნიშვნელოვანესი ექსტრაქტი Acqua di Bergamotto-ში.


  • 100 მლ

    416.00¢

  • 50 მლ

    294.00¢

  • 30 მლ

    194.00¢