ჩვენს შესახებ

 

"ლუტეცია“ პარფიუმერულ სამყაროში გამოცდილი, სიახლეებზე ორიენტირებული და მომხმარებლის ნდობით აღჭურვილი ქსელია. ეს ადგილია სადაც პროფესიონალი კონსულტანტები მზად არიან მომხმარებელს სათანადო კონსულტაცია გაუწიონ და იზრუნონ მათ სილამაზეზე. მათ ლუტეციაში მუდამ ელოდებათ კომფორტული გარემო, სასურველი პროდუქცია და კეთილგანწყუბილი პერსონალი.


ახლა კი მივყვეთ ქრონოლოგიურად. რა განვითარების ეტაპები განვლო ლუტეციამ დღემდე.


პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი, „ლუტეცია“  დღეს საქართველოში 100-ზე მეტ ცნობილ ბრენდს წარმოადგენს. იგი პირველად პარფიუმერულ ბაზარზე 2000 წელს გამოჩნდა ფრანგული ბრენდების CLARINS, THIERRY MUGLER-ისა და AZZARO-ს პროდუქციით. ESTEE LAUDER, TOM FORD, CLINIQUE, DONNA KARAN, CLARINS, THIERRY MUGLER, AZZARO, SWAROVSKI, PORSCHE DESIGN, NINA RICCI, ESCENTRIC MOLECULES, ANNICK GOUTAL, LOLITA LEMPICKA, PACO RABANNE, PRADA, ELIZABETH ARDEN, JUICY COUTURE, SALVADOR DALI, SALVATORE FERRAGAMO, UNGARO, DARPHIN, AGENT PROVOCATEUR, JOHN GALLIANO, LA PERLA, BENETTON, LALIQUE, COSTUME NATIONALE, TOUS, ANGEL SCHLESSER, ARMAND BASI, J. DEL POZO, KALOO, KOKESHI, ARTDECO. ეს იმ ბრენდების მცირე ჩამონათვალია რომელიც შეგიძლიათ იხილოთ დღესდღეობით ლუტეციას მაღაზიათა ქსელში. 


2007 წლიდან ლუტეციასთვის ძალიან საპასუხისმგებლო მომენტი დგება როდესაც მსოფლიოში წამყვანი ბრენდის ესტე ლაუდერის ჯგუფის პარტნიორი ხდება და ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს ხდის ისეთ ბრენდებს როგორიცაა: ESTEE LAUDER, TOM FORD, ERMENEGILDO ZEGNA, DKNY,CLINIQUE.


2012 წელს „ლუტეციას“ ქსელმა, პირველად საქართველოში, წარმოადგინა ELIZABETH ARDEN -ის ჯგუფი, რომელიც მოიცავს მსოფლიოში  ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა: ELIZABETH ARDEN, JUICY COUTURE, JOHN VARVATOS, BRITNEY SPEARS.  ამერიკული პრემიუმ-კლასის ბრენდი ELIZABETH ARDEN-ი  თავდაპირველად სუნამოებისა და მოვლის ხაზით არის წარმოდგენილი.  


2013 წელს „ლუტეციამ“ ასევე მრავალი სიახლე წარმოუდგინა ქართველ მომხმარებელს. მათ შორის ესპანური ბრენდი LOEWE და რევოლუციონერი პარფიუმერის გეზა შოენის მიერ შექმნილი ბრენდი ESCENTRIC MOLECULES. ის კვლავ განაგრძობს მომხმარებლისთვის სასიამოვნო სიახლეების შემოტანას. 2013 წელს ლუტეციამ წარადგინა თავის მაღაზიებში L’oreal  Luxe-ის პროდუქცია, LANCOME, YSL, ARMANI, BIOTHERM, DIESEL, CACHAREL.


2014 წელს „ლუტეცია“ კიდევ უფრო ანებივრებს მომხმარებელს ნიშ პარფიუმერიის არჩევანით. ნიშ ბრენდი ANNICK GOUTAL — სინონიმი ისეთი ცნებების, როგორიცაა „ნოუ ჰაუ“, ემოციები, ბრწყინვალება და ფრანგული ცხოვრების ხელოვნება. ასევე გეზა შოენის მორიგი შედევრი BEAUTIFUL MIND Series Intelligence & Fantasy, რომელიც გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული კონცეფციით და რომელიც ქართველი მომხმარებლის დიდ დაინტერესებას იწვევს.  2014 წელს ლუტეციას შეემატა ასევე ნიშ ბრენდი PENHALIGON`S და L’ARTISAN PARFUMEUR.


2015 წელს ლუტეციამ ექსკლუზიურად მოიპოვა ინგლისის სამეფო კარის ნიშ ბრენდი CREED, რომელიც ექსკლუზიურად ჭავჭავაძის #42 ში მდებარე ფილიალშია წარმოდგენილი. CREED ბრენდი, რომელიც  საუკუნეების მანძილზე მხოლოდ მეფეებისა და დედოფლებისთვის ქმნიდა სუნამოებს...


„ლუტეცია“ მოიცავს 11  მაღაზიას ქ. თბილისსა და  ბათუმში. ეს არის  მზარდი და პროგრესზე ორიენტირებული პარფიუმერული ქსელი, რომელიც თავის მომხმარებელს გამუდმებით სთავაზობს უამრავ სიახლეს (ახალი კოლექციები, ახალი ბრენდები ახალი მაღაზიები, და ა.შ). „ლუტეციას“ მომხმარებელს გამოცდილი, პროფესიონალი კონსულტანტები ემსახურებიან, რომლებსაც მუდმივად უტარდებათ სხვადასხვა სახის ტრეინინგები, ისინი მომხმარებელს ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებიან, ამიტომ კლიენტი ყოველთვის კმაყოფილია საკუთარი არჩევანით. ლუტეციას მაღაზიათა ინტერიერ-ექსტერიერი მაქსიმალურად აკმაყოფილებს ყველა საერთშორისო სტანდარტს.ის მომხმარებლის კომფორტსა და პოზიტიურ განწყობაზეა ორიენტირებული.


მაღაზიათა ქსელშივე გახსნილია კოსმეტოლოგიური კაბინეტები, სადაც ქალბატონებსა და მამაკაცებს შეუძლიათ ისარგებლონ მაღალი კლასის კოსმეტოლოგიური მომსახურებით, ჩაიტარონ კანის მოვლის სხვადასხვა პროცედურები. ასევე ლუტეციას მაღაზიათა ქსელში მომხმარებელს შეუძლია მიიღოს მომსახურება პროფესიონალი ვიზაჟისტებისგან, რომლებიც მხოლოდ ლუქს კატეგორიის ბრენდების დეკორატიული საშუალებებით მუშაობენ.


პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი მაქსიმალურად ორიენტირებულია მომხმარებლის სილამაზეზე, კომფორტსა და კეთილგანწყობაზე. ის ხშირად სთავაზობს თავის კლიენტებს სხვადასხვა ღონისძიებასა თუ აქციას, როგორც ქსელის მაღაზიებში, ისევე მაღაზიებს გარეთ.