COLORMANIA - COLOR MASK 5 IN 1

COLORMANIA - COLOR MASK 5 IN 1
ბრენდი:DIEGO DALLA PALMA
პროდუქტის სახელი:COLORMANIA - COLOR MASK 5 IN 1

COLOR MASK 5 IN 1
დროებითი ფერების ევოლუცია
ეს არის დროებითი ფერების ევოლუცია:
ნიღბის კონცენტრირებული პიგმენტები არ აღწევენ თმაში, მხოლოდ გარეგნულად უცვლიან ფერს და უნარჩუნებენ სიჯანსაღეს.
მისი ძვირფასი ინგრედიენტები, ღრმად შეიწოვება თმაში და უზრუნველყოფს მის კვებას და რესტრუქტურიზაციას.
ნიღბის კონცენტრირებული ამრეკლავი პიგმენტები, ინტენსიური წასმის დროს აცოცხლებს და ასხივოსნებს ფერს.
გამდიდრებულია HYDRA-PROTEIN COMPLEX-ით, რომელიც ღრმად კვებავს და ახდენს თმის რესტრუქტურიზაციას.
შედეგი - ნაზი, აბრეშუმისებრი და ჯანსაღი თმა.
განკუთვნილია - უსიცოცხლო ფერის, დაზიანებული და გაუფერულებული თმისთვის.
შედეგი - ფერადი, გასხივოსნებული, დახვეწილი, რბილი თმა.
გამოყენება - შამპუნით დაბანის შემდეგ, on plugging hair, წაისვით ნიღაბი ხელთათმანების გამოყენებით, მთლიანად თმაზე ან თმის იმ ნაწილზე, სადაც გსურთ ფერის მიღება. დაივარცხნეთ და დაიტოვეთ 5-15 წუთის განმავლობაში - დროის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ფერის სასურველ ინტენსივობაზე. ჩამოიბანეთ საფუძვლიანად და მოიყვანეთ ფორმაში თმა. მოარიდეთ თვალებთან პირდაპირ კონტაქტს.  
Tube 150ml
შეიცავს კონცენტრირებულ პიგმენტებს, ჰიდრა-პროტეინის კომპლექსს, კერატინს, პანთენოლს.
კონცენტრირებული პიგმენტები: ეს არის კონცენტრირებული ინტენსიური საღებავები მაქსიმალური ფერის მისაღებად. ისინი არ აღწევენ თმაში, მხოლოდ გარეგნულად უცვლიან ფერს და ამით უნარჩუნებენ თმას სიჯანსაღეს.
ჰიდრა-პროტეინის კომპლექსი: პროტეინების ძვირფასი კომპლექსი ექსტრაორდინალურად დამატენიანებელი სიძლიერით, აღადგენს და ღრმად კვებავს თმას. შედეგად უზრუნველყოფს რბილ, აბრეშუმისებრ და ჯანსაღ თმას.
კერატინი: კვებავს თმას და ახდენს მის რესტრუქტურიზაციას. ხელს უშლის თმის მტვრევას და დაზიანებას, ანიჭებს ძალას და სიცოცხლისუნარიანობას.
პანთენოლი: ხელს უწყობს თმის ტენიანობის ოპტიმალური დონის აღდგენას და იცავს მათ დაწვისგან.
ნიღბის გამოყენება იდეალურია ზაფხულის შემდეგ, რადგან თმა ამ დროს მეტად დაზიანებული, დასუსტებული და გამომშრალია მზის, ქარის, ზღვის, მარილის და ქლორის ზემოქმედებისგან, კარგავს ფერს და ამიტომ სჭირდება კვება და ბრწყინვალების აღდგენა.


  • 150 მლ

    50.00¢